PORTFOLIO

ორგანიზაციის მოკლე პორტფოლიო:


2020 წელი - JRC არის ICFJ-ის მიერ 15 ქვეყნისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული, შედეგად, აწარმოა უნიკალური მულტიმედიური გეიმ-შოუ - Fact/ Fake. ამასთან JRC წარმოგიდგენთ პირველ ქართულ ხელსაწყოს და მობილურ აპლიკაციას FACT/FAKE, რომელიც ორგანიზაციამ ICFJ- ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისა (აშშ) და MDI – მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტის მედია ინოვაციების პროგრამის - The Eurasia Media Innovation Challenge ფარგლებში შექმნა. აპლიკაცია Fact / Fake, ქართულ ციფრულ კომპანიასთან ერთად - ABOVE Digital-თან ერთად შეიქმნა.

2019 -20 წელი - JRC CSI - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და KONRAD ADENAUER STIFTUNG -ის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების გაძ₾იერებისთვის სატელევიზო/საინფორმაციო კამპანიას „ეს ქვეყანა შენია“ ახორციელებდა. – პროექტის ფარგლებში მომზად დარამდენიმე გადაცემა და გაკეთდა გადაცემის გრაფიკული შეფუთვა.

2020 წელი - JRC გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით რეგიონულ ტელევიზიებთან ერთად ახორიციელებს პროექტს - „გაიგე მეტი covid 19-ის შესახებ.“

2020 წელი - JRC გამარჯვებულია ამერიკის საელჩოს საგრანტო კონკურსის, რომლის მიზანია რეგიოონული უნივერსიტეტების გაძლიერება - მედიაგანთლების მიმართულებით.

2020 წელი - JRC - მ osgf - ის „ღია საზოგადოების ფონდის საქართველოში“ მხარდაჭერით 14 რეგიონული ტელევიზიის ჩართულობით, COVID 19- ის ფართომაშტაბიანი სატელევიზიო/საინფორმაციო კამპანია განახორციელა.

2018 წელი -   JRC გახდა EBRD-ის  პარტნიორი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მავნებლებთან ბრძოლის კამპანიას 40-ზე მეტი სხვადასხვა სახის რეგიონული მედიის საშუალებით კროსპლატფორმულად ახორციელებს.
 
2017 წელი -  აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO, CNFA „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP) პროგრამის ფარლებში JRC რეგიონული მედია კროსპლატფორმული გაშუქებით მავნებელ - აზიურ ფაროსანას ებრძოდა. 

2016 წელი -  პარტნიორ მედიებთან ერთად, JRC განახორციელა კროსპლატფორმული კამპანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის მიერ აქცენტირებული საკითხების რეგიონული წვდომისთვის, რაშიც 20-ზე მეტი მაუწყებელი და ამდენივე რეგიონული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა ჩართო. 
 
JRC თბილისში ფლობს კარგად აღჭურვილ აუდი-ვიდეო სტუდიას, სადაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის აუდიო ვიდეო მომსახურების მიღება: რგოლები, ფილმები, პირადპირი ეთერები, რეპორტაჟები, გრაფიკულ ვიზუალური მასალები - ყველა სახის აუდიო-ვიდეო პროდუქცია.

JRC - ის გუნდი არის არაერთი ჰაკათონისა და მედიაკონკურსის გამარჯვებული. JRC-სთან კოპროდაქშენი აქვს ისეთ ორგანზიაციებს როგორიცაა DW, ევროპის Open Media Hub.

JRC თანაპროდუქციას ამზადებს სააქციო საზოგადოება „ქართულ ფილმთან“; უკრაინული რეგიონული მედიის გაერთიანებასა და სომხურ რეგიონულ მედიასთან ერთად. JRC მუშაობს სამხრეთ- კავკასიაში საკითხების კროსპლატფორმულ გაშუქებაზე.


Contact us with any convenient way:

E-mail: info@jrc.ge
Phone: 577 69 41 03
Social networks: Facebook | Youtube
JRC

© All Right Reserved. JRC
e-mail us: info@jrc.ge
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website